აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შესწევს უნარი შეასრულოს თავისი მოვალეობები. ამის შესახებ ბაიდენის ოთხშაბათს სამედიცინო შემოწმების შემდეგ განაცხადა. იუწყება CNN
სავარაუდოდ, ეს იქნება ბაიდენის ჯანმრთელობის შესახებ ბოლო ანგარიში ნოემბრის არჩევნებამდე.
ექიმმა კევინ ოკონორმა თქვა, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით "ახალი პრობლემები" არ არის გამოვლენილი მიმდინარე სამედიცინო შემოწმების დროს.
"პრეზიდენტი ჯანმრთელია და ამჟამინდელმა ფიზიკურმა გამოკვლევამ არ გამოავლინა რაიმე ახალი პრობლემა. ის აგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას და სრულად ასრულებს ყველა თავის მოვალეობას ყოველგვარი გამონაკლისებისა და შეღავათების გარეშე", - წერს ოკონორი.
მსივიე თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი არის ჯანმრთელი, აქტიური, ენერგიული 81 წლის კაცი, რომელსაც შეუძლია წარმატებით შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები, მათ შორის, როგორც აღმასრულებელის, ისე სახელმწიფო მეთაურის და მთავარსარდლის.”
CNN წერს, რომ 81 წლის ბაიდენი ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტია ისტორიაში. შესაძლო მეორე ვადის ბოლოს ის 86 წლის გახდება.
ოთხშაბათს გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე, თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა თქვა, რომ ბაიდენის ექიმი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს კოგნიტური ტესტი არ სჭირდება.