აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას „უკიდურესად სერიოზულად“ მიიჩნევს თავდაცვის ძალებში საბრძოლო მასალის არასაკმარისი რაოდენობის გამო. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა ბრიფინგის დროს ისაუბრა.
„ვითარება ახლა უკიდურესად სერიოზულია. უკრაინელ სამხედროებს არ აქვთ {საკმარისი} საბრძოლო მასალა, რომელიც აუცილებელია რუსული აგრესიის მოსაგერიებლად.
ისინი აგრძელებენ ბრძოლას მამაცურად. მათ ჯერ კიდევ აქვთ იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ, მაგრამ მათ უწევთ დაზოგვა, რადგან აშშ-ის კონგრესმა ჯერ ვერ მიიღო ზომები,” - განაცხადა მილერმა.
მილერმა აღნიშნა, რომ აშშ იმედოვნებს, რომ უკრაინული ჯარები ამ წელს გააგრძელებენ გაბედულად ბრძოლას და მიაღწევენ წარმატებას, მაგრამ მათთვის გაცილებით რთული იქნება, თუ არ ექნებათ წვდომა საჭირო საბრძოლო მასალაზე.
ამასთან, მილერმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აგრძელებს დაჟინებით მოითხოვნას უკრაინისთვის დახმარების დაფინანსებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ კონგრესს, შეასრულოს თავისი მოვალეობა, ჩაატაროს კენჭისყრა და დაეხმაროს უკრაინელ სამხედროებს“, - თქვა მილერმა.