აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა 27 თებერვალს თეთრ სახლში კონგრესის სხვა ლიდერებთან ერთად პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უპირველესად მნიშვნელოვანია ამერიკის საჭიროებებზე ზრუნვა.
ჯონსონის თქმით, თეთრ სახლში მან მონაწილეობა მიიღო კონგრესის ყველა ლიდერთან ერთობლივ შეხვედრაში და ასევე ცალკე ისაუბრა ბაიდენთან.
„როდესაც დღეს აქ მოვედი, ჩემი მიზანი იყო გამომეთქვა ის, რაც მე მიმაჩნია აშკარა ჭეშმარიტებად: ჩვენ უნდა ვიზრუნოთ უპირველეს ყოვლისა ამერიკის საჭიროებებზე და უპირველესად ჩვენს ღია საზღვრებზე“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
რესპუბლიკელმა დაასახელა ფედერალური მთავრობის დაფინანსების გაგრძელება, როგორც კონგრესის ქვედა პალატის მუშაობის კიდევ ერთი პრიორიტეტი. მან დასძინა, რომ შეხვედრის მონაწილეები ძალიან ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი და იმედოვნებდნენ, რომ შეთანხმებას მიაღწევდნენ შათდაუნის“ თავიდან ასაცილებლად.
განცხადების ბოლოს ჯონსონმა ისაუბრა დამატებითი დაფინანსების შესახებ, რომელიც მოიცავს უკრაინის დახმარებას.
„მე ნათლად ვუთხარი პრეზიდენტს და დანარჩენ მონაწილეებს, რომ პალატა {წარმომადგენელთა პალატა} აქტიურად სწავლობს ყველა შესაძლო ვარიანტს და ჩვენ ამ საკითხს თავის დროზე განვიხილავთ. თუმცა კიდევ ერთხელ, ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტი საზღვარი და მისი უსაფრთხოებაა“, - განაცხადა ჯონსონმა.
რესპუბლიკელებმა ჯერ კიდევ მხარი არ დაუჭირეს ბაიდენის მოთხოვნას უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფაზე,