აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრი სახლში კონგრესის დემოკრატ და რესპუბლიკელ ლიდერებს ხვდება.
შეხვედრას "დიდი ოთხეულის" ლიდერები, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი, პალატის დემოკრატიული ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი, სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი და სენატის რესპუბლიკური ლიდერი მიჩ მაკკონელი ესწრებიან.
„ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, როგორ განვაგრძოთ მთავრობის დაფინანსება, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა... ვფიქრობ, კონგრესის პასუხისმგებლობაა მთავრობის დაფინანსება. „შათდაუნი“ მნიშვნელოვნად დააზარალებს ეკონომიკას... რაც შეეხება უკრაინის საკითხს, ვფიქრობ, გადაუდებელი აუცილებლობაა. ვიმედოვნებ, ჩვენ ვისაუბრებთ ამ საკითხზე. ვფიქრობ, უკრაინაში ყოველდღიური უმოქმედობის შედეგები საშინელია. მე ვესაუბრე „დიდი შვიდეულის“ ზოგიერთ ჩვენს პარტნიორს და ისინი ძალიან შეშფოთებულნი არიან“, – განაცხადა შეხვედრის წინ ამერიკის პრეზიდენტმა.