უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თხოვნით მიმართა უკრაინელებს, რომლებმაც ქვეყანა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დატოვეს, დაბრუნდნენ და დაეხმარონ თავიანთი სამშობლოს დაცვაში. ამის შესახებ კულებამ The Irish Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მან მადლობა გადაუხადა ირლანდიას, რომელმაც 100 ათასზე მეტ უკრაინელი შეიფარა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან და სხვა სახის დახმარებასთან ერთად უკრაინას ათობით მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.
„ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ არჩევანს, მაგრამ ასევე მოვუწოდებთ ყველა უკრაინელს, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, განიხილონ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა.
ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ეს არჩევანი ჯანმრთელობის ან სხვა პირადი გარემოებების გამო. მაგრამ მათ, ვისაც არჩევანი აქვს, მოვუწოდებთ, დაბრუნდნენ და დაეხმარონ უკრაინას ბრძოლაში და გადარჩენაში მათი პირადი წვლილის შეტანით," - აღნიშნა მან.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინა დაახლოებით ექვსმა მილიონმა ადამიანმა დატოვა, მათი უმეტესობა ევროკავშირის ქვეყნებში გაემგზავრა.