რუსეთში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.
AN 22-ის ჩამოვარდნის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, 12 ადამიანი დაუღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარზე ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.
თვითმფრინავი ვორონეჟიდან მიგალოვის მიმართულებით მიფრინავდა. ის რადარებიდან გუშინ, საღამოს 22:00 საათისთვის გაქრა, 4 საათის შემდეგ კი ჩამოვარდნილი იპოვეს.
ავიაკატასტროფის ადგილზე მაშველები ამ ეტაპზე შავ ყუთს ეძებენ, რის შემდეგაც კატასტროფის მიზეზი გახდება ცნობილი.