გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი იძულებული გახდა უკრაინის ქალაქ მიკოლაივში ვიზიტის პროგრამა შეეცვალა, რადგან მის ავტოკოლონას რაღაც მომენტში რუსული დრონი აედევნა. ამის შესახებ ტელეკომპანია ZDF და გამოცემა Bild-ი იუწყებიან.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინაში 24 თებერვალს მოლდოვიდან ჩავიდა, საზღვართან ნას უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება დახვდა
ჟურნალისტების ინფორმაციით, ერთ-ერთი ობიექტის სანახავად მიმავალი მინისტრის კორტეჟს რუსული მზვერავი დრონი აედევნა. ბერბოკთან ერთად მყოფი უკრაინელების სმარტფონებზე განგაშის სიგნალი ჩაირთო. გარკვეული დროის შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატი კორტეჟს ჩამოშორდა. ინციდენტის გამო უკრაინულმა მხარემ გერმანიის დელეგაციის წევრებს შესთავაზა ჯავშნიან ავტომანქანებში გადამსხდარიყვნენ. რამდენიმე საათში ბერბოკის კორტეჟმა უკრაინა დატოვა მოლდოვის საზღვრის გავლით.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, მიკოლაივში საჰაერო განგაში გაუქმდა. შაბათს, 24 თებერვალს ბერბოკი ვიზიტით იმყოფებოდა ოდესაში და იძულებული გახდა საღამო ბომსაფარში გაეტარებინა, რადგან ქალაქში საჰაერო თავდასხმის განგაში იყო გამოცხადებული.