ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 27 თებერვალს კონგრესის ლიდერებს შეხვდება. თეთრ სახლში დანიშნული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების გაწევის აუცილებლობა იქნება. იუწყება Bloomberg
თეთრ სახლის თანახმად, ბაიდენი "განიხილავს ორპარტიული დამატებითი დოკუმენტის მიღებას ეროვნული უსაფრთხოების და მთავრობის მუშაობის შენარჩუნების აუცილებლობას".
პრეზიდენტთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი და სენატში დემოკრატების უმრავლესობის და რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერები, ჩაკ შუმერი და მიჩ მაკკონელი.
სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, 13 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდზე მეტი დოლარის გამოყოფის შესახებ. კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩატარებულა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში. რესპუბლიკელები წინააღმდეგობის მიზეზად ასახელებენ მექსიკასთან საზღვრიდან მასშტაბური არალეგალური მიგრაციის პრობლემას, რომლის მოსაგვარებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ზომებს არსაკმარისად მიიჩნევენ.