დღეს, 29 დეკემბერს, 14:00 საათზე, ფონდი "მომავლის გზა" მორიგ საქველმოქმედო აქციას გამართავს. ფონდის ორგანიზატორობით, 300 ოჯახს გაეწევა დახმარება. ასევე 250 ბავშვზე, თოჯინების თეატრში, უმწეო ოჯახის ბავშვებისთვის, მოეწყობა ზეიმი, სადაც პატარებს საახალწლო საჩუქრები გადაეცემათ.
საქველმოქმედო აქციას, გენერალურ სპონსორობას გარემოს დაცვის სამინისტრო და საქართველოს საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტი უწევს. აქციის სპონსორები არიან: ოცამდე ცნობილი ბრენდი და სხვადასხვა საჯარო სამსახური.
ფონდი მომავლის გზის დამფუძვნებლები ნინელი ჭანკვეტაძე, დავით კინწურაშვილი, მამუკა ლომაშვილი და სხვები.