უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება მეტი სხვადასხვა იარაღი, რათა რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია ფრონტზე და მოიპოვოს უპირატესობა რუსულ არმიაზე. ამის შესახებ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს წელი ან ამ წლის დასასრული? ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. საჰაერო თავდაცვა. თუ დღეს, ან უახლოეს თვეებში უკრაინა შეძლებს მიიღოს - მაგალითად, 10 „პეტრიოტის“ სისტემა უკრაინის საკვანძო სამრეწველო ცენტრებისთვის, თუ ჩვენ შევძლებდით ამ სისტემების გამოყენებას ფრონტის ხაზთან ახლოს, ისინი {რუსები} ჩვენ ვერ მოგვიახლოვდებოდნენ, უკან დაიხევდნენ, ჩვენ გავარღვევდით მათ თავდაცვის ხაზებს დაწინ წავიდოდით.
10 "პეტრიოტი". ეს ვითარებას მკვეთრად შეცვლიდა“, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „პეტრიოტები“ მან მაგალითად მოიყვანა და უკრაინას სხვა იარაღიც სჭირდება.