უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად დაასახელა უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც დაიღუპნენ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დროს.
ამის შესახებ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად ცნობილია 31 ათასი დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის შესახებ.
"ეს არის ძალიან სერიოზული მომენტი. თითოეული ადამიანი ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია. 31 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ამ ომში. არა 300 ათასი და არა 150 ათასი, როგორც პუტინი ცრუობს თავის მატყუარა გარემოცვასთან ერთად. თუმცა, თითოეული დანაკარგი ჩვენთვის დიდი დანაკლისია და ეს ძალიან მტკივნეულია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფედერაციის დანაკარგი დაახლოებით 180 ათასია.
რუსეთში დაღუპულთა და დაჭრილთა საერთო რაოდენობა 180 ათასია. არ ვიცი რამდენია უგზო-უკვლოდ დაკარგული, მაგრამ ვიცი, რომ დაჭრილებთან ერთად 500 ათასამდეა,“ - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ უარი თქვა დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობის დასახელებაზე, რათა რუსეთისთვის ცნობილი არ გახდეს, რამდენმა ადამიანმა დატოვა ბრძოლის ველი. მან ასევე არ დაასახელა დაკარგული სამხედროების რაოდენობა.
„ჩვენ ასევე ვიცით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოკლული ათიათასობით უკრაინელის შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.