უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას არ სურს რუსეთთან „მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმატი“ დაუწესონ.
„ჩვენ არ გვსურს, რომ მოლაპარაკებების ფორმატი, მშვიდობის რაიმე ფორმულა მოგვახვიონ თავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივა მხოლოდ უკრაინიდან მოდიოდეს...
მე ნამდვილად არ მინდა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნების შემდეგ და ეს არის სხვადასხვა არჩევნების წელი, არადემოკრატიულ ან ძალიან დემოკრატიულ ქვეყანას ჰქონდეს საკუთარი ინიციატივა, რომელიც არ დაემთხვევა იმ ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დღეს ომშია“.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პირველ „სამშვიდობო სამიტზე“, რომელიც გაზაფხულზე უნდა გაიმართოს რუსეთის მონაწილეობის გარეშე, შეიმუშავებენ გეგმას, შემდეგ ქვეყნები ტექნიკურად დაძლევენ თითოეულ კრიზისს, რომელიც ომმა მოიტანა.