“ნაციონალირი მოძრაობის“ განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ბათუმში გრძელდება.
მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის თქმით, ხელმოწერის მსურველთა ნაკადი დილიდან არ შეჩერებულა.
- “დღეს ვიმყოფებით ბათუმში, ჩემთვის განსაკუთრებულად დიდი პატივია, რომ შევხვდი ბათუმის ქალთა ორგანიზაციას სხვა ადამიანებთან ერთად, რომლებიც სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს, რომ გაათავისუფლოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი. შევხვდით ასევე უამრავ ადამიანს მთელი დღის განმავლობაში, დაუსრულებლად მოდიან ბათუმში ადამიანები, ხელს აწერენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოს სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი. ასევე დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ შემოუერთდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ასევე ითხოვენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას და წარმოუდგენელი დღე შედგა, როდესაც მოდის ასობით ადამიანი, ასობით ჩვენი მოქალაქე, არ შეჩერებულა ნაკადი დილიდან და ამდენი ბათუმელი ადამიანი ითხოვ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას, ძალიან დიდი მადლობა მათ იმისთვის, რომ ასე ერთგულად ემსახურებიან საქართველოს თავისუფლების იდეას.“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ.