კანადამ და იტალიამ უკრაინასთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულება მიზნად ისახავს უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერებას, ვიდრე ის არ მიაღწევს თავის მიზანს, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.
„ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმაში, რაც მე ყოველთვის მჯეროდა, რომ მისი ხალხის სამართლიანი უფლებაა, დაიცვას თავი. ეს ასევე აუცილებლად ნიშნავს სამხედრო მხარდაჭერას”, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ პრესკონფერენციაზე.
კანადის პრემიერმა, ჯასტინ ტრუდომ თქვა, რომ ოტავას მხარდაჭერა კიევისადმი კვლავ ურყევია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ.
„დღეს, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გვერდში დგომით, კანადა ვალდებულია უკრაინას შემდგომი დახმარება გაუწიოს, მათ შორის სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერით“, – განაცხადა ტრუდომ.
ამრიგად, კიევთან უსაფრთხოების ათწლიანი ხელშეკრულებით, კანადა და იტალია დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთსა და დანიას შეუერთდნენ.
ოტავამ და კიევმა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2023 წლის აგვისტოში დაიწყეს.