დევნილი 9 აფხაზი ბავშვი თანატოლებს ხვალ რადიო "აფხაზეთის ხმიდან" ახალ წელს მიულოცავს.
ისინი აფხაზეთში მყოფ თანატოლებსაც მიმართავენ. დევნილ ბავშვებს რადიო "აფხაზეთის ხმაში" ცნობილი ქართველი მომღერლები - ნინო ჩხეიძე, ლექსენი, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე და თიკა ჯამბურია უმასპინძლებენ და საახალწლო საჩუქრებს გადასცემენ. ბავშვებს "ბარამბოც" დაასაჩუქრებს.
აფხაზი ბავშვები რადიოსადგურს 10:30 საათზე ეწვევიან.