უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს ხანებში სომხეთში ვიზიტს გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გამოცემა Factor.am-ის ცნობით, მიმდინარეობს სომხეთში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი, თუმცა საბოლოო თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.
მათივე ცნობით, ამჟამად სომხეთი უკრაინულ მხარესთან ვიზიტის თარიღის შეთანხმებაზე მუშაობს.
მოსალოდნელია, რომ ზელენსკი ერევანში მარტში ჩავა.
სომხეთში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწუმენუბულმა ვალერი ლობაჩმა აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.