კავკასიის უნივერსიტეტში ხვალ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამიასთან შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა უნივერსიტეტის "ც" კორპუსში 13:00 საათზე დაიწყება. გიორგი ბარამია ისაუბრებს ოკუპირებული ტერიტორიების, უსაფრთხოებისა და დევნილთა დაბრუნების თემატიკაზე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის საკითხებზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამომავლო გეგმებზე.
კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პერიოდულად მართავს მსგავს შეხვედრებს როგორც პოლიტიკოსებთან, ასევე სხვა საზოგადო მოღვაწეებთან. შეხვედრების მიზანი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სტუდენტების ინფორმირებულობაა.