ახლა ვიმყოფებით ახალციხეში, ხედავთ ყოველდღიურად რამდენ ათას ადამიანს ვხვდებით მთელი საქართველოს მასშტაბით და მთელი მსოფლიო ხედავს თუ რამდენი ადამიანი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას, - ამის შესახებ განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია გაითვალისწინოს ათასობით მოქალაქის აზრი.
-„ახლა ვიმყოფებით ახალციხეში. ხედავთ ყოველდღიურად რამდენ ათას ადამიანს ვხვდებით მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველგან ასეთი რიგი დგას, რომ მოაწერონ ხელი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას და მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია გაითვალისწინოს ამდენი ათასი მოქალაქის აზრი.
ეს ადამიანები ითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლებული იყოს მიხეილ სააკაშვილი და არ დამახინჯდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია. ვაგრძელებთ კამპანიას, ჩავალთ ყველგან მთელი საქართველოს მასშტაბით და კიდევ ერთხელ ნახავს მთელი მსოფლიო თუ რამდენი ადამიანი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ასე ერთგულად დგას იმ იდეის გვერდით, რასაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლება ჰქვია.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.