ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.
მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 19 დაკარგულად არის მიჩნეული. ბოლო მონაცემებით 14 ადამიანი დაშავდა.
ხანძარმა 14-სართულიანი შენობა მთლიანად მოიცვა. ცეცხლი მეოთხე სართულზე გაჩნდა.
ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობას 20-ზე მეტი სახანძრო ეკიპაჟი იღებდა.
მედიის ცნობით, ცეცხლის ქრობის სამუშაოები გართულებულია, რადგან ცეცხლი ფასადში გამოყენებული სწრაფად აალებადი მასალის გამო. სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა, დაახლოებით 450 ადამიანი ცხოვრობდა.
შემთხვევას გამოეხმაურა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესიც.
„შეძრწუნებული ვარ ვალენსიაში მდებარე შენობაში გაჩენილი საშინელი ხანძრის გამო. მსურს, ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა დაზარალებულ ადამიანს და სასწრაფო დახმარების პერსონალს, რომელიც უკვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე“, – წერს სანჩესი სოციალურ ქსელში.