ბომბეიდან თბილისამდე გვირაბის გათხრას აბრალებენ პრეზიდენტს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი სალომე ზურაბიშვილის მიმართ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის კრიტიკას გამოეხმაურა.
გიორგი მსხილაძის თქმით, პაპუაშვილი დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან წარმოადგენდა არა პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ - პარტიის.
„ვუსმენდი პაპუაშვილს და ქართული ფილმი, მონანიება მახსენდებოდა, ბომბეიდან თბილისამდე გვირაბის გათხრას აბრალებენ პრეზიდენტს," - თქვა მსხილაძემ.
შალა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტი გააკრიტიკა და თქვა, რომ „რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქვეყნის გამთიშველი აღმოჩნდა, რომელმაც რადიკალიზაციის ხელშეწყობით, პრაქტიკულად, რადიკალური ოპოზიციის თამაში გაიზიარა და ამით მნიშვნელოვნად დააზარალა არა „ქართული ოცნება“, არამედ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და ინტერესები."