ხვალ, 29 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე "მე მიცავს ჩემი ჯარი" კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერბის სამინისტრო ავრცელებს.
მათი განცხადებით, დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართება.