აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ძაღლმა ამერიკის საიდუმლო სამსახურის აგენტებს, სულ მცირე, 24-ჯერ უკბინა. იუწყება BBC
აშშ-ის საიდუმლო სამსახურების ანგარიშის თანახმად, 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ივლისამდე პერიოდში პრეზიდენტის ძაღლმა, სულ მცირე, 24-ჯერ უკბინა სპეცსამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ბაიდენის ოჯახის უსაფრთხოებას იცავენ.
ანგარიშში მოცემულია მხოლოდ საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირებული ინციდენტები და არ არის აღრიცხული თეთრ სახლში ან მერილენდის კემპ დევიდის რეზიდენციაში მომხდარი შემთხვევები.
ბაიდენის ოჯახის ძაღლს თეთრი სახლი გასული წლის ოქტომბერში დაატოვებინეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ აგენტს კბენის შემდეგ სამედიცინო მკურნალობა დასჭირდა. დოკუმენტების თანახმად, ძაღლის თავდასხმის რამდენიმე შემთხვევის შემდეგ აგენტებისთვის ნაკერების დადება გახდა სჭირო.