ხვალ, 29 დეკემბერს, 12:00 საათზე, მცხეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები სოფელ ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებს დამდეგ ახალ წელს მიულოცავენ. საჩუქრებს და ტკბილეულს ბავშვებს მცხეთის რაიონული პროკურორი ლევან სალია გადასცემს. შემდეგ პროკურორები ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებს ცენტრალურ პარკში ატრაქციონებზე დაპატიჟებენ და მათთვის საახალწლო ზეიმს მოაწყობენ.
ღონისძიება მცხეთის რაიონში, სოფელი ძეგვში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებული შრომისუუნარო და ფსიქო-ნევროლოგიური პათოლოგიის მქონეთა სარეაბილიტაციო ცენტრში გაიმართება.