გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა რიო-დე-ჟანეიროში, G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოუწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, რუსეთმა დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი უკრაინაში.
„თუ თქვენთვის ძვირფასია ადამიანების სიცოცხლე, თუ თქვენთვის ძვირფასია თქვენივე ხალხი, რუსი ბავშვები და ახალგაზრდები, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ეს ომი“, - მიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს, რომელიც მისგან ორი ადგილის შემდეგ იჯდა.
მისი თქმით, თუ რუსეთი ახლავე დაასრულებს ამ ომს, ხვალ მშვიდობისა და სამართლიანობისკენ მიმავალი გზა ფართოდ გაიხსნება.
თუ ჩვენ გვინდა ავაშენოთ სამართლიანი სამყარო, ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ ომებსა და კრიზისებს. მტკიცედ, პატივისცემით და თვითანალიზისთვის მზადყოფნით“, - მიმართა ბერბოკმა დანარჩენ მონაწილეებს და აღნიშნა, რომ იგი პატივს სცემს უკრაინაში ომის დასრულებაზე განსხვავებულ შეხედულებებს.
ამასთან, ბერბოკმა აღნიშნა, რომ ბრაზილია, რომელიც უკრაინისგან 10 000 კილომეტრით არის დაშორებული, შესაძლოა, განსხვავებულად აღიქვამდეს უსაფრთხოების საფრთხეს, ვიდრე ევროპის ქვეყნები. მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთის ომი „მოგვიწოდებს ყველას მტკიცედ დავიცვათ ძირითადი პრინციპები, რომლებიც ყველას გვიცავს: გაერო-ს წესდება, საერთაშორისო სამართალი და ადამიანის უფლებები. ვინაიდან ეს პრინციპები იცავს ყველა ერს, განურჩევლად მათი რაოდენობისა და საცხოვრებელი ადგილისა, „რუსული აგრესია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რეგიონალური კონფლიქტი“, - განაცხადა ბერბოკმა.