ისრაელმა ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰის დაბომბვა გააძლიერა. იუწყება Reuters
თუცა ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ გააძლიერა ოპერაციები ხან იუნისში, ქალაქ რაფაჰის ჩრდილოეთით. ღაზის სექტორში განვითარებულ მოვლენებზე ყოველდღიურ ანგარიშში, ისრაელის შეიარაღებულ ძალებში არ უსაუბრიათ რაფაჰზე თავდასხმების შესახებ.
რაფაჰში, რომელიც ეგვიპტის საზღვართან ახლოს მდებარეობს, დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი იმყოფება, მათი უმეტესობა რაფაჰში სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან გადავიდა ისრაელის სამხედრო იერიშებისგან თავის დასაღწევად.
გარდა ამისა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ეგვიპტიდან ღაზის სექტორში შესული დახმარების ნაკადი თითქმის შეჩერდა. გაერო-ს მონაცემებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მძიმე ვითარების გამო გართულებულია მოსახლეობისთვის სურსათის და სხვა ჰუმანიტარული ტვირთის განაწილება.
როგორც ცნობილია, ისრაელმა მანამდე განაცხადა, რომ რაფაჰზე სახმელეთო თავდასხმისთვის ემზადებოდა, მიუხედავად მზარდი საერთაშორისო აღშფოთებისა, მათ შორის მისი ურყევი მოკავშირის, შეერთებული შტატების მხრიდან.
ისრაელსა და ჰამასს შორის რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ მოიტანა. ისრაელმა უარყო ჰამასის მოთხოვნა ომის შეწყვეტისა და ისრაელის ჯარის გაყვანის შესახებ ღაზის სექტორიდან მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.