ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა ციხის მაღალჩინოსნებს, სადაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. მათ აეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში შესვლა და მათი აქტივები ახალი სანქციების შესაბამისად გაიყინება.
მთავრობის განცხადებაში მათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც სანქციები შემოიღო ნავალნის სიკვდილითან დაკავშირებით.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ქემერონის განცახდებით, ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს რუსული სისტემის მჩაგვრელ ბუნებაში,
„ჩვენ დღეს სანქციებს ვუწესებთ ციხის მაღალჩინოსნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მის პატიმრობაზე ციხეში, სადაც მან გაატარა ბოლო თვეები. ნავალნის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე პასუხისმგებელ პირებს არ უნდა ჰქონდეთ ილუზია – ჩვენ მათი პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა.
ამასთან, თეთრი სახლი 23 თებერვალს გამოაცხადებს სანქციების ძირითად პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან და უკრაინაში ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით.