მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" განცხადებას აქვეყნებს.
მათი განცხადებით, "საქართველოს პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის პოზიცია გაახმოვანა ბიზნესმენ ხადარკოვსკის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის სასამართო გადაწყვეტილების შესახებ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცინვად უსამართლოდ და სამართლებირივი ნორმების დარღვევად მიიჩნევს".
"ეს მაშინ, როდესაც სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას ჰყავს უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ აღიარებული 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ასობით - უკანონო პატიმარი და ათეულობით პოლიტიკური დევნილი. მიგვაჩნია, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც თავად არის ავტორი ბიზნესმენთა მასობრივი დაკავებებისა და ტერორის, პოლიტიზებული სასამართლო სისტემის, პოლიტიკური რეპრესიების, უკანონობისა და უსამართლობის, მსგავსი შეფასებების გაკეთება არის ცინიკური", _ აღნიშნულია განცხადებაში.