ხვალ, 29 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1 ობიექტის აუქციონის წესით გაყიდვა იგეგმება.
გასაყიდი ობიექტია თბილისში, ვაზისუბნის დასახლება, I მ/რ, კორპუსი 12-ში არსებული ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასით _ 104 155 ლარი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები მიმდინარე წლის 29 დეკემბრის ჩათვლით (29 დეკემბერს 13:00-მდე) მიიღება.