იტალიის საელჩო 2011 წლისთვის იტალიის საელჩოსთან კულტურის სფეროში თანამშრომლობისთვის სპონსორების შესარჩევი პროცედურის შესახებ შეტყობინებას ავრცელებს.
შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ იტალიის საელჩო საქართველოში საელჩოს ვებგვერდზე (წწწ.ამბტბილისი.ესტერი.იტ) აქვეყნებს შეტყობინებას იტალიის რესპუბლიკის 1997 წლის 449-ე კანონისა და მასში მომდევნო ცვლილებების თანახმად, 2011 წლისთვის იტალიის საელჩოსთან კულტურის სფეროში თანამშრომლობისათვის სპონსორების შესარჩევი პროცედურის შესახებ.
დაფინანსების წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 21 იანვარი. ამისთვის აუცილებელია მოდულის შევსება, რომელიც თან ერთვის აღნიშნულ შეტყობინებას.
იტალიის საელჩო ყველა დაინტერესებულ პირს თავაზობს, გაეცნოს აღნიშნულ შეტყობინებას, რომელიც ხელმისაწვდომია ქართულ ენაზედაც და შესაძლო განმარტებებისათვის დაუკავშირდნენ იტალიის საელჩოს პირველ მდივანს ფრანკო იმპალას ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: primosegretario.tbilisi@esteri.it .
.