შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 31 დეკემბერს დღის სამი საათიდან სატრანსპორტო საშუალებებისათვის მთლიანად ჩაიკეტება რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, პუშკინის ქუჩა ორბელიანის მოედნამდე და ყველა მათი მკვეთი ქუჩები.
თავისუფლების მოედანზე საახალწლო კონცერტზე მისვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირიდან და პუშკინის ქუჩიდან.
ბათუმში 31 დეკემბერს დღის სამი საათიდან სატრანსპორტო საშუალებებისთვის მთლიანად ჩაიკეტება ევროპის მოედანი და მიმდებარე ქუჩები. ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერტზე მისვლა შესაძლებელი იქნება დემეტრე თავდადებულის , მემედ აბაშიძისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩებიდან.
როგორც თბილისში ასევე ბათუმში საახალწლო ღონისძიებეებზე აკრძალულია სადღესაწაული ასაფეთქებელი პიტარდების, ფეერვერკების, შუშხუნების, აალებადი ნივთების და ნებისმიერი სახის ბოთლის შეტანა. ყველა მოქალაქე შემოწმებული და დათვალიერებული იქნება სპეციალური სახის ხელსაწყოებით. აკრძალული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში ისინი არ დაიშვებიან საახალწლო კონცერტებზე.
მასალის გამოყენების პირობები