საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარელში იმყოფება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის მაცხოვრებლებმა აცნობეს, გუშინ და დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარლის ცენტრში ველოსიპედით სეირნობს.
ადგილობრივების თქმით, როცა პრეზიდენტი ველოსიპედით სეირნობს, ესკორტს ქუჩები გადაკეტილი აქვს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პრეზიდენტი ყვარლის ტბის სასტუმრო კომპლექსშია დაბინავებული. სასტუმრო კომპლექსთან მისასვლელი გზები დაცვას აქვს გადაკეტილი, მიმდებარე ტერიტორია კი მკაცრად კონტროლდება.