საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ მისი კრიტიკოსების ყოველი მკვლელობის შემდეგ, მსოფლიო ლიდერები მას ხელს ართმევდნენ, პუტინი კი მკვლელობებს განაგრძობდა. ამის შესახებ კულება სოციალურ ქსელში წერს.
„პოლიტკოვსკაია, ლიტვინენკო, მაგნიტსკი, ნემცოვი, ნავალნი - ეს მხოლოდ ნაწილია ცნობილი სახელებიდან პუტინის მიერ მოკლული მისი კრიტიკოსების გრძელ სიაში.
ყოველი მკვლელობის შემდეგ იყო აღშფოთება, მაგრამ პუტინს საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოსდიოდა, და მსოფლიო ლიდერები მას ისევ ხელს ართმევდნენ. ეს ახალისებდა მას გაეგრძელებინა ადამიანების მკვლელობა.
დღეს ზოგიერთი კვლავ აგრძელებს მოწოდებას რათა მოვუსმინოთ პუტინს და დავსხდეთ მასთან მოსალაპარაკებლად. მოვიდა დრო დავასრულოთ გულუბრყვილობა. ვიდრე მოსკოვთან რაიმე მნიშვნელოვანი ურთიერთობა დაიწყება, რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს და პუტინმა საბოლოოდ უნდა ისწავლოს გაკვეთილი“, - განაცხადა კულებამ.