ხვალ 29 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, ყაზბეგის გამგეობასთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოს სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიას უსასყიდლოდ გადასცემენ საყოფაცხოვრებო ნივთებს, ტანსაცმელს და საკვებ პროდუქტებს.
ასევე მოხდება ყაზბეგის რაიონის გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ და მრვალშვილიანი ოჯახების დახმარება.
მსგავს აქციებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო კვლავაც განაგრძობს.