საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თბილისში ახლად გახსნილი მაღაზია "ხარება" დაათვალიერა.
ღვინის დეგუსტაციას მყიდველები ადგილზევე შეძლებენ. მაღაზიაში კომპანია ხარებას მიერ ჩამოსხმული 30-ზე მეტი სახეობის ღვინო გაიყიდება. პატრიარქთან ერთად ღვინის ცენტრი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერლმაც დაათვალიერა.
"ჩვენი კომპანია არის ერთ-ერთი ფლაგმანი საქართველოში ხარისხიანი ღვინის წარმოების. ამ მაღაზიის გახსნით გვინდა მოვახდინოთ ხარისხიანი ღვინის პოპულარიზაცია როგორც შიდა მომხმარებლისთვის ასევე უცხოელი ტურისტებისთვისაც", - განაცხადა მეღვინეობა "ხარებას" მეღვინე დავით ჩიჩუამ.