აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელსა და „ჰამასს“ საომარი მოქმედებების სულ მცირე ექვსი კვირით შეწყვეტისკენ მოუწოდა. იუწყება Bloomberg
აღნიშნული განცხადება ბაიდენმა თეთრ სახლში იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ასეთი პაუზა მოიტანს მყისიერ და ხანგრძლივ სიმშვიდეს ღაზაში სულ მცირე ექვსი კვირის განმავლობაში, რის შედეგაც შესაძლებელი იქნება უფრო მდგრადი გამოსავლის მოძებნა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეთანხმებების ძირითადი კომპონენტები უკვე მაგიდაზეა და შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს მის განსახორციელებლად.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაიდენი და აბდულა შეხვდნენ მზარდი შეშფოთების ფონზე ისრაელის შესაძლო სახმელეთო შეტევის შესახებ ქალაქ რაფაჰში, რომელიც საფრთხეს უქმნის დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას და ასევე ჰუმანიტარულ კრიზისს რეგიონში.
ბაიდენმა თქვა, რომ მან და მეფე აბდუალამ განიხილეს ვითარება რაფაჰში, ასევე ღაზისთვის მეტი დახმარების საკითხი.
აბდალამ აღნიშნა, რომვერ დაუშვებენ ისრაელის თავდასხმას რაფაჰზე.
„ეს აუცილებლად გამოიწვევს მორიგ ჰუმანიტარულ კატასტროფას... რაც ჩვენ ახლა გვჭირდება, არის ცეცხლის ხანგრძლივად შეწყვეტა. ეს ომი უნდა დასრულდეს," - თქვა აბდალამ.
აბდალამ დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა, მისმა არაბმა პარტნიორებმა და სხვა ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა პოლიტიკური ჰორიზონტის შესაქმნელად, რომელიც მოიტანს სამართლიან და ყოვლისმომცველ მშვიდობას ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის საფუძველზე.