ამერიკელთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ზედმეტად ასაკოვანია მეორე ვადით კენჭისყრისთვის. ასეთია ABC News/Ipsos-ის კვლევის შედეგები.
9-10 თებერვალს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 86% მიიჩნევს, რომ 81 წლის ჯო ბაიდენი, უკვე ზედმეტად ასაკოვანია მეორე ვადით არჩევისთვის.
გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ ეს ეხება როგორც ბაიდენს, ასევე დონალდ ტრამპს, რომელიც 77 წლისაა.
ამასთან, 27%-მა უპასუხა, რომ ამ მოსაზრებას იზიარებს მხოლოდ ჯო ბაიდენთან მიმართებაში, ხოლო ტრამპთან მიმართებაში მხოლოდ – 3%.
კვლევის ფარგლებში 528 რესპონდენტი გამოკითხეს.
კვლევა გამოქვეყნდა სპეციალური პროკურორის რობერტ ჰურის ანგარიშის შემდეგ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბაიდენს მეხსიერების პრობლემები აქვს.