სკოლის მანდატურთა საქველმოქმედო აქციის ფარგლები მანდატურებმა კომპანიის „ტკბილი ქვეყანა" წარმომადგენლებთან ერთად, ბავშვთა სახლ „ბავშვთა სოფელში" მოზარდები მოინახულეს და წინასაახალწლოდ საჩუქრები გადასცეს.
„ბავშვთა სოფელში" 4-დან 15 წლამდე 80 აღსაზრდელი ცხოვრობს. თითოეულ ბავშვს ტკბილეულობა, სათამაშოები და სხვა სახის საჩუქრები გადაეცათ.
სკოლის მანდატურთა განცხადებით, მათი პირდაპირი მოავალეობაა მოზარდთა უსაფრთხოების დაცვა, მათთვის დახმარების გაწევა, განსაკუთრბული მნიშვნელობა კი, სწორედ იმ ბავშვებზე ზრუნვაა, რომელთაც განსაკუთრებით სჭირდებათ ყურადღება.
საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას მანდატურები მომავალშიც გააგრძელებენ.
მასალის გამოყენების პირობები