საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 2010 წელს ჟურნალისტებთან შეაჯამებს და საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებს შეეხება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მთავრდება 2010 წელი და ეს ერთ-ერთი ბოლო სხდომაა 2010 წელს და ამიტომ უკვე შეგვიძლია 2010 წლის შეჯამება. აუცილებლად მექნება ცალკე შეხვედრა ჟურნალისტებთან და გავივლი იმ საკითხებს რაც აინტერესებს საზოგადოებას და ვილაპარაკებ იმ შედეგებზე რაც 2010 წელს დადგა. რა გვინდოდა გაგვეკეთებინა, რა ვერ გავაკეთეთ და რა ვერ შევძელით", _ აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
პრემიერმა თხოვნით მიმართა ყველა მინისტრს, რათა მათ 2010 წელი შეაჯამონ და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.
"ყველა მინისტრს ვთხოვ ასევე, რომ საზოგადოებას 2010 წლის შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს", _ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.