საქართველოს პრეიზდენტი მიხეილ სააკაშვილი 2010 წელს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და საერთაშორისო თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გამოწვევებისა და გარღვევების წელიწადად აფასებს.
ქვეყნის პირველი პირის სახელით საქართველოს ხელისუფლების მიერ მიმდინარე წელს განხორციელებული სამუშაოები დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს სპიკერმა მანანა მანჯგალაძმე შეაფასა.
მან უპირველესად საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოსთვის მინიჭებულ სტატუსებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მასში ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები შესაბამისად აისახა.
გარდა ამისა, მანჯგალაძემ რეგიონებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და მათ შორის ქობულეთსა და ანაკლიაში თავისუფალი ტურისტული ზონისა და მესტიაში სათხილამურო კურორტის შექმნა გამოყო.
"ყურადღება უნდა გავამახვილოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის გომბორისა და სამცხე ჯავახეთის გზის მშენებლობაზე. რომელიც უკვე დასრულებულია" - აღნიშნა მანჯგალაძემ. გარდა ამისა, მისი განმარტებით ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ეკონომიკური კურსი და ახალი საგადასახადო კოდექსი რომელიც იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. რაც შეეხება სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ რეფორმებს, პრეზიდენტი მას დადებითად აფასებს და განსაკუთრებით განათლების სისტემაში განხორციელებულ პროექტებს გამოყოფს.
ამასთან საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ქვეყანაში მთავარ პრობელმად და გამოწვევად კვლავ უმუშევრობა რჩება.
"ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყნისთვის მსოფლიო ინფლაციური პროცესი რომელიც სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მატებას განაპირობებს" - დასძინა პრეზიდენტის სახელით მანანა მანჯგალაძემ.
გარდა ამისა მიხიელ სააკაშვილის აზრით დემოკრატიის ერთ-ერთ მიღწევად შეიძლება შეფასდეს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ქვეყნის ახალი კონსტიტუცია, რომელიც როგორც საქართველოში ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ დადებითად შეფასდა.
"ახალი კონსტიტუცია შეფასდა როგორც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიული განვითარების პროცესში" - განმარტა მან. ასევე მანჯგალაძემ ყურადღება გაამახვილა თვითმმართველობისა და დედაქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევაზე და პარლამენტის მიერ მედიის გამჭვირვალობის შესახებ ინიცირებულ პროექტზე.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ვითარებას, საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით 2010 წელი გარღვევების წელი იყო.
"ამას ადასტურებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია და ის მნიშვნელოვანი ვიზიტები რომელიც პრეზიდენტს სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებთან საქართველოში ჰქონდათ" - აღნიშნა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა და მათ შორის ჰილარი კლინტონის თბილისში ჩამოსვლა გამოყო. აღნიშნულის გარდა ქვეყნის პირველი პირის პრეს სპიკერის შეფასებით, წელს პირველად საერთაშორისო პოლიტიკაში სიტყვა ოკუპაცია დამკვიდრდა, რაც ქვეყნის დეოკუპაციის პროცესში წინ გადადგმული პირველი ნაბიჯია. აღნიშნულის გარდა წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგა ბარაკ ობამასთან ლისაბონში გამართულ შეხვედრას და იმ სამშვიდობო ინიციატივასაც გამოყოფს, რომელიც სტრასბურგში გააჟღერა, რაც შეეხება საგარეო პოლიტიკური მიმართულებით უარყოფით მხარეებს, ქვეყნის პირველი პირი "სერიოზულ დანაკლისად" მიიჩნევს კატინის ტრაგედიას რომელსაც პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დაღუპვა მოჰყვა და ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის გარდაცვალებას.
საქართველოს უსფართხოების კუთხით კი საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ გამოწვევები და პრობლმეები ისევ რჩება და ამის მთავარ მიზეზად რუსეთის ფაქტორს ასახელებს.
"სამწუხაროდ როცა გამოწვევებზე ვსაუბრობთ საუბარი გვიხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც სახელმწიუფოსა და მთავრობის უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება. უნდა აღინიშნოს რომ ეს საკითხი განიხილება სამშვიდობო კონტექსტში მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარის სამშვიდობო შეთავაზება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადეკვატური რეაქციის გარეშე რჩება. ჩვენ გვსურს დავიწყოთ რუსეთთან სრულმასშტაბიანი დიალოგი იმ პრობელმატურ თემებზე რომელიც ორ ქვეყანას შორის დაგროვდა, თუმცა სამწუხაროდ ამის ფონზე მოსკოვი აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს, რისი ნათელი მაგალითიცაა დივერსიული აქტები და ჯაშუშების თემა" - განმარტა პრეზიდენტის სახელით მისმა პრეს სპიკერმა.
გარდა ამისა საქართველოს პრეზიდენტი დადებითად აფასებს 2010 წელს კულტურული და სპორტული მნიშვნელობითაც და ამ უკანასკნელის კონტექსტში კალათბურთელების მიღწევებს ქართველი რაგბისტების გამარჯვებას და "დიდი პაუზის შემდეგ ქართველი ფეხბურთელების მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს გამოყოფს.