პაკისტანის საყოველთაო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატები იმარჯვებენ, რომელთა უმრავლესობა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის პარტიის "სამართლიანობის მოძრაობის" მხარდაჭერით სარგებლობს.
მონაცემები გამოაქვეყნა პაკისტანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. მათი ცნობით, დამოუკიდებელი კანდიდატები პაკისტანის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტი) 101 მანდატს იღებენ.
75 მანდატს დაეუფლებიან პაკისტანის კიდევ ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნავაზ შარიფის კონსერვატიული პარტიის "პაკისტანის მუსლიმთა ლიგის" წარმომადგენლები.
"პაკისტანის სახალხო პარტიის“ წევრები, რომელსაც ყოფილი პრმიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს ვაჟი, ბილავალ ბჰუტო ზარდარი ლიდერობს, 54 მანდატს მიიღებენ.
37 მანდატი მიიღეს პაკისტანი სხვა პარტიების წარმომადგენლებმა.
ჯერჯერობით გაურკვეველია ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას. მთავრობის ფორმირებისთვის საჭიროა 134 მანდატის მობილიზება.
ეროვნულ ასამბლეაში სულ 336 წევრია, აქედან 266 პირდაპირი არჩევნების გზით აირჩევა, ხოლო 70 მანდატი რეზერვირებულია - 60 ქალებისთვის, 10 რელიგიური უმცირესობებისთვის.
პაკისტანის პარლამენტის ქვედა პალატის - ეროვნული ასამბლეის - და ოთხი პროვინციის საკანონმდებლო ორგანოების არჩევნები 8 თებერვალს გაიმართა.
საბოლოო შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან 60-ზე მეტი საათის შემდეგ გამოქვეყნდა. მანამდე ორივე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ხანმა და შარიფმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.
იმრან ხანის პარტიას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით არჩევნებში კანდიდატების რეგისტრაციის უფლება ჩამოერთვა, ამიტომ პარტიის წარმომადგენლები დამოუკიდებელ კანდიდატებაა იყვნენ ბიულეტენზე წარმოდგენილნი.
იმრან ხანი ამჟამად საპატიმროშია და დასჯელს იხდის კორუფციისა და სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღვნების ბრალდებით. მას 2020 წლის აპრილში პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა და გადააყენა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი, რომელიც პაკისტანის სამხედროების მხარდაჭერით სარგებლობს, გამოვიდა მოწოდებით სხვა პარტიებისადმი, დაეხმარონ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაში.
კენჭისყრის დღემ დაძაბულობისა და გაყალბების შესახებ ბრალდებების ფონზე ჩაიარა, შეფერხებები იყო ელექტროენერგიისა და მობილურ კომუნიკაციებში. დაიხურა საზღვრები მეზობელ ავღანეთსა და ირანთან.
ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა ისლამაბდს მოუწოდეს, კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევები.