საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის თანამშრომლობა ნაყოფიერი იყო. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის საპარლამეტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა.
ხუროშვილის თქმით, მხოლოდ საშემოდგომო სესიის განმავლობაში მთლიანად მიღებულ იქნა დაახლოებით 190 კანონპროექტი, აქედან 90 კანონპროექტი იყო საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული
"საკმაოდ ნაყოფიერი იყო საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ურთიერთთანამშრომლობა", _ აღნიშნა ხუროშვილმა.
მთავარობის საპარლამეტო მდივანი იმედოვნებს, რომ ეს შედეგენბი პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენს მოსახლობაზე.
"კანონები არ იწერება მხოლოდ კანონებისათვის და მას უნდა ქონდეს კონკრეტული გამოხატულება და ეს იქნება ახალი სამუსაო ადგილები და კიდევ უფრო მეტი სოციალური დაცვის გარანტები ადამიანებისათვის და ბუნებრივია თითეულმა ოჯახმა თავის თავზე უნდა იგრძნოს ის სიკეთე რასაც ხელისუფლება დეკლარირებს", _ განაცხადა გია ხუროიშვილმა.