აშშ-ის სენატმა ისრაელისა და უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა. იუწყება The Hill
95.3 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დაფინანსებას ითვალისწინებს.
გამოცემის თანახმად, კანონპროექტი მოიცავს 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინისთვის, 14 მილიარდი დოლარით ისრაელის უსაფრთხოების დაფინანსებას, ღაზის სექტორის, დასავლეთ სანაპიროს და უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის ცხრა მილიარდის გამოყოფას, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მოკავშირეების, კერძოდ, ტაივანის მხარდასაჭერად კი 4,8 მილიარდის გამოყოფას.
კანონპროექტის განხილვას მხარი 64 სენატორმა, მათ შორის, 14-მა რესპუბლიკელმა დაუჭირა.