რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბებაზე საუბრობს Newsweek-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი.
ბჟეზინსკი აღნიშნავს, რომ ყველასათვის კარგად არის ცნობილი "თუ როგორ აღმოჩნდა მედვედევი ტახტზე".
თუმცა "სულ უფრო ნათელი ხდება ის, რომ პრეზიდენტი რუსეთის მომავალთან დაკავშირებით იწყებს სხვანაირ აზროვნებას, ვიდრე პუტინი. ეს არ არის ერთეული შემთხვევა რუსეთის ელიტაში, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში პოლიტიკური სასწორის პინა მედვედევისკენ გადაიხრება", _ აცხადებს ბჟეზინსკი.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ფაქტია, რომ რუსეთში რაღაც მნიშვნელოვანი იწყება.
"ეს არის დინება _ მიზეზი ფრთხილი ოპტიმიზმის ამ ქვეყნის მომავალზე ფიქრისას", _ აცხადებს ბჟეზინსკი.