შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ღაზას სექტორში ისრაელის რეაგირება "გადაჭარბებულია".
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბაიდენმა საჯაროდ მწვავედ გააკრიტიკა ისრაელის ქმედებები ღაზაში.
"როგორც იცით, მე ვფიქრობ, რომ ღაზაში, ღაზას სექტორში რეაგირება გადაჭარბებული იყო", - თქვა ბაიდენმა თეთრი სახლში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
ბაიდენმა თქვა, რომ ის "აქტიურად ცდილობს" დროებითი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას და ჰამასის მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლებას, ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების გათავისუფლების სანაცვლოდ.
"დაუღალავად ვმუშაობ, რათა მივაღწიო მძევლების გათავისუფლებას", - თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია.
ბაიდენმა ასევე თქვა, რომ ის ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას ითხოვს. მისივე თქმით, მან დაარწმუნა ეგვიპტის პრეზიდენტი, რომ "კარი გაეღო" ჰუმანიტარული ნაკადებისთვის.
ხუთშაბათს, თეთრმა სახლმა მოუწოდა ნეთანიაჰუს მთავრობას, თავი შეიკავოს სამხედრო მოქმედებებისგან ეგვიპტესთან სასაზღვრო ქალაქ რაფაში, სადაც ღაზას 2,2 მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტმა შეაფარა თავი.