ევროპის შემდეგ უამინდობა აშშ-ის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილს დაატყდა თავს. ქვეყანაში დახურულია მრავალი აეროპორტი. უკვე მეორე დღეა ნამქერი და დაბალი ტემპერატურა აეროპორტებს გამართული ფუნქციონირების საშუალებას არ აძლევს.
ქვეყნის სატრანსპორტო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით უკვე გადადებულია 7 ათასზე მეტი ავიარეისი, რამაც ავიაკომპანიებს 100 მილიონ დოლარზე მეტი ზარალი მოუტანა.
უამინდობაა ნიუ-იორკშიც. ქალაქში ფაქტობრივად პარალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობა, თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს მიაღწია.
ქალაქის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა მოსახლეობას თხოვა გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე ნუ დარეკავენ დახმარების სამსახურებში და ასევე მათ სახლიდან უმიზეზოდ გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა