რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს.
"აწ უკვე თითქმის გასულ წელს გაგრძელდა ერთობლივი მუშაობა ორმხრივი შეთანხმებითი-სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების საქმეში. გულთბილად ვიხსენებ ჩვენს შეხვედრებს, რომლებსაც აშკარად გულწრფელი და სანდო ხასიათი ჰქონდა. დღეს აფხაზეთი დარწმუნებით მიდის სახელმწიფოებრივო სუვერენიტეტისა და დემოკრატიის გამყარების გზაზე. აფართოებს საერთაშორისო კონტაქტებს. ჩვენ ჩვენის მხრივ მომავალშიც ვაპირებთ აფხაზი ხალხის დახმარებას ამ რთული ამოცანების შესრულების გზაზე", _ ნათქვამია მედვედევის მილოცვაში.
მასალის გამოყენების პირობები