თანამედროვე რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინის "მონელებას", _ ასე პასუხობს პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი Newsweek -ის ჟურნალისტს კითხვაზე შეძლებს თუ არა რუსეთი უკრაინის "გადაყლაპვას".
"უკრაინა უკვე 20 წელზე მეტია არსებობს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა ახდენს კოლოსალურ გავლენას ფსიქიკაზე, განსკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებში. უკრაინა უკვე 20 წელზე მეტია დამოუკიდებელი სახელმწიფოა, საკუთარი ტერიტორიით, ჯარით, ეროვნული ფერებით და რაც ნამდვილად არ არის მეორეხარისხოვანი საფეხბურთო გუნდებით, რომლებიც საკმაოდ კარგად ასპარეზობენ და ქმნიან ეროვნულ სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტთან თვითინდენტიფიკაციის განცდას. ამის შეწყვეტა და უკრაინის სატელიტ ქვეყანად გადაქცევა, შემდეგი კი იმპერიის ნაწილად, თავად რუსეთისთვის დამთავრდება ცუდად", - აცხადებს ბჟეზინსკი.