ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.
ე.წ. პრეზიდენტი სპიკერის განცხადებით, ბჟანიამ და ლავროვმა "აფხაზ-რუსეთის ურთიერთობების განვითარებაზე" იმსჯელეს.
ბჟანია ასევე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დმიტრი კოზაკს, რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკს, ასევე უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს. ეკონომიკური განვითარების მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ელა პამფილოვას.
გარდა ამისა, ბჟანიამ შეხვედრა გამართა ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელთან, დანიილ ეგოროვთან, სადაც " განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სოციალურ-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ სფეროში და რიგი სხვა საკითხები, რაზეც მიმდინარეობს სისტემატური ორმხრივი მუშაობა".