ჩინელი საგამოძიებო ჟურნალისტი სუნ ჰონგჯიე თავდასხმის შედეგად მოკლეს.
როგორც ადგილობრივი გაზეთები იუწყებიან, თავდასხმელებმა მას თავის არეში მიაყენეს დარტყმები.
მის მოკვლას ჩინური მედია მის საქმიანობას უკავშირებს. როგორც ცნობილია, მას მასალები ჰქონდა ხელისუფლების წინააღმდეგ.
სუნს თავს 17 დეკემბერს დაესხნენ ქალაქ კუიტინში. მის შემდეგ ის საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა მისი გამოჯანმრთელება ვერ მოხერხდა და საბოლოოდ დაიღუპა.
ჩინეთში, ადგილობრივი მედია მკაცრი ცენზურით კონტროლდება ხელისუფლების მხრიდან. ჩინეთში ხშირად ხდება ჟურნალისტებზე თავდასხმა და მათი ციხეში ჩასმა.