პარლამენტში საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო.
ირაკლი კობახიძე დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. გაიმართება პოლიტიკური დებატებიც. პროცედურები კი კენჭისყრით დასრულდება.
პარლამენტის სესიამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შეხვდა საპარლამენტო ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.